
ქუვეითმა ნავთობის "გიგანტური" საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა
15/07/2024 10:01:23 მსოფლიო
ქუვეითის ნავთობის კორპორაციამ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში, ქუვეითის კუნძულ ფაილაკას აღმოსავლეთით აღმოაჩინა ნავთობის "გიგანტური" საბადო ალ ნოჰატა.
კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის შეიხ ნავაფ საუდ ალ-საბაჰის თქმით, აღნიშნული საბადოს რეზერვები ქვეყნის მთლიანი წარმოების სამი წლის ღირებულების ექვივალენტია.
კერძოდ, წინასწარი შეფასებით, საბადოზე შეიძლება იყოს დაახლოებით 2.1 მილიარდი ბარელი ნავთობი და 5.1 ტრილიონი კუბური ფუტი გაზი, რაც დაახლოებით 3.2 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტია.
ქუვეითს მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგი აქვს. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს იგი მსოფლიოში მეექვსე იყო ამ მაჩვენებლით და ქვეყნის ნავთობის მთლიანი მარაგი 100 მილიარდ ბარელზე მეტს შადგენდა, ანუ მსოფლიოს მთლიანი რაოდენობის 6.55%.