Accentnews.ge
უკრაინა რუსეთის საზენიტო კომპლექსის დაზიანების შესახებ იუწყება

უკრაინა რუსეთის საზენიტო კომპლექსის დაზიანების შესახებ იუწყება

15/07/2024 10:24:42 მსოფლიო

15 ივლისის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთზე იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად ლიპეცკის ოლქში დაზიანდა ელექტრომომარაგების ქვესადგური.

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-400.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ 30-დე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ლიპეცკის და ბრიანსკის ოლქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S