
რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ივნისში
15/07/2024 10:35:07 ეკონომიკა
2024 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 281 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით, ანუ 59 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ივნისშიც ფულად გზავნილებში პირველ პოზიციაზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 49 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიურად 62%-ით არის შემცირებული.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო:
- რუსეთის ფედერაცია - 49 მილიონი დოლარი,
- აშშ - 48 მილიონი დოლარი,
- იტალია - 46 მილიონი დოლარი,
- გერმანია - 22,4 მილიონი დოლარი,
- საბერძნეთი - 20,8 მილიონი დოლარი,
- ისრაელი - 20 მილიონი დოლარი,
- ყაზახეთი - 11 მილიონი დოლარი,
- თურქეთი - 8 მილიონი დოლარი,
- ესპანეთი - 6 მილიონი დოლარი,
- ირლანდია - 5.5 მილიონი დოლარი.