
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი იძულებულია, საკუთარ მოსახლეობას გაუძვიროს გაზი შემოსავლების გასაზრდელად
15/07/2024 11:28:21 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურმა გააანალიზა რუსეთში გაზის ტარიფის ზრდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
როგორც აღინიშნა, რუსეთმა 1 ივლისიდან გაზარდა გაზის შიდა ფასი 11,2%-ით, რომლის მიზანიც რუსეთის შიდა ბაზრიდან შემოსავლების გაზრდაა ევროპული ბაზრის დაკარგვის საპასუხოდ.
ეს არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგი უკრაინაში მისი შეჭრის გამო, ასევე, საპასუხოდ ევროპაში გაზის მიწოდების მიზანმიმართული შემცირების,– დასძენს ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.
2023 წელს "გაზპრომის" წმინდა წლიურმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით $6,9 მილიარდი, რაც ყველაზე დიდი წლიური დანაკარგია ბოლო 25 წლის განმავლობაში, – ხაზს უსვამს სადაზვერვო სამსახური.
ანგარიშის თანახმად, რუსეთში ინფლაცია, სავარაუდოდ, დარჩება რუსეთის ცენტრალური ბანკის 4%-იან მაჩვენებლის ზემოთ 2024 წლის მეორე ნახევარში. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია გაზის შიდა ფასების და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდით, ასევე გაზრდილი სახელმწიფო ხარჯებით, ძირითადად უკრაინაში შეჭრის გამო.
„რუსეთში მოსახლეობისთვის გაზის ფასი 34%-ით გაიზარდა შეჭრის დაწყების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2023 წელს ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. 2025 წელს ტარიფები კიდევ 8,2%-ით გაიზრდება, რაც ასევე გაზრდის ინფლაციურ წნეხს რუსეთში და ეკონომიკა და რიგითი რუსების მსყიდველობითუნარიანობის შესუსტდება“, - აღნიშნავს სადაზვერვო სააგენტო.