
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა
15/07/2024 11:34:14 სამართალი
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიზდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ბატონი კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე", - განაცხადა მსხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ გასაუბრებების შემდეგ ორი პირი - გიორგი ბურჯანაძე და კახა წიქარიშვილი შეარჩია.