Accentnews.ge
ჩინეთი და რუსეთი საზღვაო წვრთნებს ატარებენ

ჩინეთი და რუსეთი საზღვაო წვრთნებს ატარებენ

15/07/2024 12:08:20 მსოფლიო

ჩინეთი და რუსეთი საზღვაო წვრთნებს ატარებენ. მანევრები სამხრეთ ჩინეთში მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ მწირი ინფორმაცია გაავრცელა.

"ორივე ქვეყნის სამხედრო ძალებმა ახლახან განახორციელეს წყნარი ოკეანის დასავლეთისა და ჩრდილოეთის არეალების პატრულირება. მიმდინარე ოპერაციას კავშირი არ აქვს საერთაშორისო ან რეგიონულ სიტუაციებთან და არც რომელიმე მესამე მხარეს მიემართება", – აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ჩინური მედია იუწყება, ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს სამხედრო სიმულაცია და ტაქტიკური კოორდინირების სავარჯიშოები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S