
იტალიაში, ბოლო ატომური ელექტროსადგურის დახურვიდან 35 წლის შემდეგ, ატომური ენერგიის აღდგენა სურთ
15/07/2024 12:42:55 ევროპა
ჯორჯა მელონის მთავრობა იტალიაში ატომური ენერგიის აღდგენას ცდილობს, ბოლო ატომური ელექტროსადგურის დახურვიდან 35 წლის შემდეგ,– იტყობინება Financial Times.
იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინიმ Financial Times-ს უთხრა, რომ რომი გეგმავს, შემოიღოს კანონი, რომელიც მცირე მოდულურ ატომურ რეაქტორებში ინვესტირების საშუალებას მისცემს, რომლებიც შეიძლება 10 წლის განმავლობაში ამუშავდეს.
მისი თქმით, ატომურმა ენერგიამ 2050 წლისთვის ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების მინიმუმ 11% უნდა დაფაროს, ვინაიდან იტალია ცდილობს, შეამციროს იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება.
იტალიამ 1960-იან და 70-იან წლებში ოთხი ატომური ელექტროსადგური ააგო და თავისი ბირთვული სიმძლავრის ამბიციურ გაფართოებას გეგმავდა. მაგრამ საბჭოთა კავშირში 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, იტალიელებმა ეროვნულ რეფერენდუმზე ახალი რეაქტორების განვითარებისთვის სუბსიდიების შეწყვეტას მისცეს ხმა. იტალიაში ბოლო ატომური ელექტროსადგური 1990 წელს დაიხურა.