
დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ისრაელში ჩავიდა
15/07/2024 12:50:42 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი დევიდ ლამი ისრაელში ჩავიდა, სადაც შეხვედრები გამართა პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგთან. დევიდ ლამი ასევე შეხვდა "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებს.
ეს დევიდ ლამის პირველი ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც ის თავდაცვის მინისტრი გახდა. დიდ ბრიტანეთში ახალი მთავრობა 4 ივლისს აირჩიეს და მინისტრთა კაბინეტი "ლეიბორისტულმა პარტიამ" დააკომპლექტა.
ლამიმ პრესკონფერენციაზე ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა და მხარეებს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"მე აქ ვარ ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად. ბოლო თვეებში დაკარგული სიცოცხლეები შემაძრწუნებელია. ეს უნდა შეწყდეს!" - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მან "ჰამასს" მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისრაელიდან გატაცებული მძევლები და ხელი არ შეუშალონ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას.
ისრაელის ლიდერების გარდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი 14 ივლისს პალესტინის წარმომადგენელს მოჰამად მუსტაფასაც შეხვდა.