
რუსეთში მოზარდს 7 წლით უშვებენ ციხეში პუტინზე გაკეთებული კომენტარისთვის
15/07/2024 13:01:20 მსოფლიო
ომსკში საგამოძიებო ორგანოებმა ტერორიზმისკენ მოწოდების მუხლით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 17 წლის ადგილობრივის მიხაილ პეტროვის წინააღმდეგ. ამის მიზეზი სოციალურ ქსელ VKontakte-ზე გამოქვეყნებული კომენტარი გახდა კრემლზე დრონის თავდასხმის შესახებ "პოსტის" ქვეშ.
„დიდება უკრაინას, იმუშავეთ, ძმებო. პუტინმა, ალბათ, უკვე მოამზადა იქ თხუთმეტი ჩემოდანი ფეკალიებისთვის“, - დაწერა მოზარდმა.
რუსმა ძალოვანებმა ამ ტექსტში დაინახეს „მოწოდება უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი კრემლის ტერიტორიაზე უპილოტო აპარატების გაშვების შესახებ, ასევე ტერორიზმის იდეოლოგიის გამართლება“. ამ მუხლებით მოზარდს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
9 ივლისს პეტროვი რუსეთში დაამატეს "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" სიაში.