
ზელენსკი: უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას კიდევ 9 ქვეყანასთან გეგმავს
15/07/2024 13:31:40 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას კიდევ 9 ქვეყანასთან გეგმავს.
მისი თქმით „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ სულ 32 ქვეყანა შეუერთდა.
„ეს არის 32 ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ, ან მიმდინარეობს ხელმოწერის პროცესი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე. 23 ქვეყანას უკვე აქვს შესაბამისი შეთანხმებები უკრაინასთან, ეს მოიცავს ყველაფერს დაწყებული ფულიდან იარაღამდე და ჰუმანიტარული დახმარებიდან რეკონსტრუქციამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი ინფორმაციით, ამ შეთანხმებების დაახლოებითი ღირებულება 38 მილიარდი აშშ დოლარია.