ამერიკულ–სომხური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

15-07-2024 17:36:21 კავკასია

სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს, 15 ივლისს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, Eagle Partner 2024 დაიწყეს. იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

ერთობლივი წვრთნები სომხეთში 24 ივლისამდე გაგრძელდება.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, Eagle Partner 2024 „ფოკუსირებული იქნება სტაბილიზაციის ამოცანებზე მეომარ მხარეებს შორის სამშვიდობო მისიის დროს“.

„სწავლების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის გაზრდა, სარდლობისა და კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის ამაღლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთოვლივი წვრთნები უახლესი მოვლენა დასავლეთისკენ ერევნის თანდათანობითი შემობრუნების და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობების კონტექსტში.

სომხეთსა და რუსეთს შორის ვიტარება განსაკუთრებით დაიძაბა ყარაბაღის მეორე ომისა და მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაბომბა სომხეთის სუვერენული ტერიტორია. სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მხოლოდ ერთ ქვეყანაზე მინდობა დრამატული შეცდომა იყო და რომ ერევანს ალტერნატიული გზები უნდა ეძებნა.

ქართულ ამერიკული ურთიერთობების გადახედვის კონტექსტში, აშშ–მა საქართველოსთან დაგეგმილი წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები