Accentnews.ge
გახარია – რუხაძეზე: ივანიშვილის დავალებით კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

გახარია – რუხაძეზე: ივანიშვილის დავალებით კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

15/07/2024 13:40:29 ციტატა

„გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი[ირაკლი რუხაძე] ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია. ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის: პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S