Accentnews.ge
ესპანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, მათ შორის, "ლეოპარდის" ტანკები

ესპანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, მათ შორის, "ლეოპარდის" ტანკები

15/07/2024 13:45:34 ევროპა

ესპანეთმა უკრაინას გაუგზავნა სამხედრო დახმარების ახალი პარტია, რომელშიც ათი განახლებული Leopard 2A4 ტანკი შედის.

როგორც ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პაკეტში ასევე შედის სხვადასხვა ექსკავატორი, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.

ტანკებმა, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები მიიღებენ, გაიარეს სიღრმისეული რემონტი და ტექნიკური დათვალიერება Santa Bárbara Sistemas–ის ქარხანაში, სევილიაში, გაიარეს ტესტირებაც.

დახმარება გაიგზავნა გასული კვირის ბოლოს – გემი გაემგზავრა ესპანეთიდან და მომავალ შაბათ-კვირას უნდა ჩავიდეს პოლონეთში, საიდანაც შემდგომი ტრანსპორტირება უკრაინაში განხორციელდება.

„ამ მნიშვნელოვანი მოძრაობის ყველა ეტაპზე ტარდება უსაფრთხოების ადეკვატური ზომები“, - დასძინეს თავდაცვის სამინისტროში.

ამ პარტიით ტანკების საერთო რაოდენობამ, რომელიც ესპანეთმა უკრაინას გადასცა, 20-ს მიაღწია. შემდეგი ნაწილის მიწოდება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. ივნისში არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთმა უკრაინას გადასცა საზენიტო რაკეტების მეორე პარტია "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S