Accentnews.ge
ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებაზე საქმე შეწყვიტა

ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებაზე საქმე შეწყვიტა

15/07/2024 16:16:54 მსოფლიო

ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებით აღძრული საქმე შეწყვიტა, – იუწყება CNN.

ფლორიდის შტატის საოლქო მოსამართლემ ეილინ ქენონმა გამოტანილ დადგენილებაში განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩევლის ჯეკ სმიტის დანიშვნამ, რომელიც ამ საქმის პროკურორია, კონსტიტუცია დაარღვია და მას საქმის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნდა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი 2023 წელს წაუყენეს.

ტრამპი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S