Accentnews.ge
ჩინეთი ტაჯიკეთში სამხედრო ბაზის მშენებლობას უარყოფს

ჩინეთი ტაჯიკეთში სამხედრო ბაზის მშენებლობას უარყოფს

15/07/2024 17:07:50 მსოფლიო

დუშანბეში ჩინეთის საელჩომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, პეკინი ტაჯიკეთში სამხედრო ბაზას აშენებს.

"ეს ცნობები უსაფუძვლოა", – აცხადებენ საელჩოში.

მანამდე The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მათ შორის სატელიტურ ფოტოებს მოიცავდა და გამოცემა წერდა, რომ ფოტოებზე ტაჯიკეთის შაიმაკის რეგიონში, ავღანეთის საზღვართან ჩინეთი სამხედრო ბაზას აშენებდა.

თავის მხრივ, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ დუშანბე და პეკინი "საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობენ".

უწყბის ცნობით, ქვეყნები თანამშრომლობენ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროებში. სამხედრო ბაზის არსებობას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S