მილერი – ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე: ბაიდენმა ამერიკულ საზოგადოებას მიმართა, სპეკულაციებისგან თავი შეეკავებინა, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი

15-07-2024 22:29:41 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ასე მიმართა: "[კრემლის] მსგავსი კომეტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ– მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ [მკვლელობის] მცდელობის უკან "გლობალური ომის პარტია დგას".

მილერმა კითხვა დააზუსტა: "ვინ დგას ამ მცდელობის უკან?"

ჟურნალისტმა კვლავ გაიმეორა: "გლობალური ომის პარტია".

„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას გააგრძელებენ. ისევე, როგორც პრეზიდენტმა გუშინ სიტყვით გამოსვლისას მიმართა ამერიკულ საზოგადოებას თავი შეეკავებინათ სპეკულაციებისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები