Accentnews.ge
ევროკომისიამ უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა

ევროკომისიამ უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა

16/07/2024 05:23:31 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი გააუქმა. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში მიიღებენ.

ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა გააკეთა. მისი თქმით, უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროკომისია წარმოდგენილი იქნება მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეებით მხოლოდ საბჭოს არაოფიციალურ სხდომებზე. მამერის ცნობით, უნგრეთში ევროკომისიის კოლეგიის ვიზიტი არ შედგება.

ევროკავშირის და NATO-ს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კიევის და მოსკოვის შემდეგ 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.

ევროკავშირმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ვიქტორ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.

როტაციის წესით, უნგრეთი 1 ივლისიდან გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S