Accentnews.ge
რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ იუწყებიან

16/07/2024 05:31:32 მსოფლიო

რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ იუწყებიან.

ინტერნეტ-გამოცემა Baza-ს ცნობით, დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია დაბა კორენევოში მდებარე დაბალვოლტიანი აპარატურის ქარხანაში. მუშების ევაკუაცია მეხანძრეების მისვლამდე მოხდა. Baza წერს, რომ ეს ქარხანა პროდუქციას აწარმოებს ენერგეტიკისა და სხვა დარგებისთვის.

მოგვიანებით, კორენევოს ქარხანაზე დრონებით შეტევა კურსკის ოლქის გუბერატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა. სმირნოვის თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კურსკის ოლქი, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით ყველაზე ხშირად უტევენ.

კიევს კორენევოს ქარხანაზე შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S