
"რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა
16/07/2024 05:37:30 მსოფლიო
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.
ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარე „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე დონალდ ტრამპმა დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო.
ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან, ჯეი დი ვანსი დაასახელა.
აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.