Accentnews.ge
ბაიდენი – არჩევნებში მონაწილეობის შესახებ: კონსულტაციები მხოლოდ საკუთარ თავთან მაქვს

ბაიდენი – არჩევნებში მონაწილეობის შესახებ: კონსულტაციები მხოლოდ საკუთარ თავთან მაქვს

16/07/2024 05:50:33 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს.

„მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე - ეს ერთი და მეორე, ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში", - აღნიშნა ბაიდენმა.

კითხვაზე, ვისთან გადის კონსულტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნებში დარჩენა ან არჩევნებისგან გამოთიშვა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „საკუთარ თავთან. მე ამას დიდი ხანია, ვაკეთებ."

ამასთან, ბაიდენის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S