Accentnews.ge
მედია: ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

მედია: ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

16/07/2024 10:05:51 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, -იუწყება გერმანული გამოცემა Bild.

მისი ცნობით, გამოცემამ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე წვდომა მოიპოვა.

"ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურის“ შემდეგ – უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოკლე შეფასების სახით წერილი მისწერა და თან განსახილველად რამდენიმე წინადადება დაურთო.

წერილში ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს, მათ შორის „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S