
შსს: 2023 წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, მათგან 89 უვნებელი იპოვეს, 16 – გარდაცვლილი, ხოლო 60 კვლავ დაკარგულად ითვლება
16/07/2024 11:07:45 სამართალი
შსს–ს სტატისტიკის მონაცემებით, 2023 წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, მათგან 89 უვნებელი იპოვეს, 16 – გარდაცვლილი, ხოლო 60 კვლავ დაკარგულად ითვლება.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია( 01.01.23-31.12.23 პერიოდში):
- თბილისი - 54 დაიკარა; მოიძებნა 35;
- ქვემო ქართლი - 6, მოიძებნა 4;
- კახეთი - 21, მოიძებნა 17;
- შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1;
- სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2;
- გურია - 5, მოიძებნა 3;
- მცხეთა-მთიანეთი 6, მოიძებნა 1;
- იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 20, მოიძებნა 4;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24, მოიძებნა 21;
- აჭარა - 4, მოიძებნა 1;
- აფხაზეთი 0.
შსს–ს ცნობით, 2023 წელს დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი 65 ადამიანი (მოიძებნა 35; 10 გარდაცვლილი) 25-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია; 18 წლამდე - 17 პირი (მოიძებნა 11; 0 გარდაცვლილი);
გასულ წელს დაკარგულ მოქალაქეებს შორის 135 პირი საქართველოს მოქალაქეა (81 მოიძებნა, 15 გარდაცვლილია), 14 კი უცხო ქვეყნის - (8 მოიძებნა, 1 გარდაცვლილია).
ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 6571 ადამიანი დაიკარგა, მოიძებნა 5549, მოსაძებნი კი დარჩა 1022 ადამიანი.