Accentnews.ge
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

16/07/2024 11:09:06 მსოფლიო

მალტელი პოლიტიკოსი რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა ევროპარლამენტარმა მიიღო, რომელთაგან 562-მა მხარი სწორედ რობერტა მეცოლას დაუჭირა, 61 დეპუტატის ხმა მიიღო ესპანელმა მემარცხენე პოლიტიკოსმა - ირენ მონტერომ. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართა.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს. მან ეს თანამდებობა პირველად 2022 წლის დასაწყისში დაიკავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S