Accentnews.ge
NATO შვეიცარიაში სამეკავშირეო ოფისს ხსნის

NATO შვეიცარიაში სამეკავშირეო ოფისს ხსნის

16/07/2024 11:50:30 მსოფლიო

NATO საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსითვის მრავალმხრივ სამეკავშირეო ოფისს ხსნის ჟენევაში. გადაწყვეტილება შვეციარიის მთავრობამ ორშაბათს ოფიციალურად დაამტკიცა.

შვეიცარიამ NATO–ს ოფიციალური მოთხოვნა სამეკავშირეო ოფისის გახსნის შესახებ 2023 წლის ბოლოს მიიღო.

შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი 1815 წელს გამოაცხადა.1907 წლის ჰააგის კონვენციით კი დადგინდა, რომ შვეიცარია არ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში და მხარს არ დაუჭერს მხარეებს ჯარით ან იარაღით.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შეცვალა ევროპის უსაფრთხოების ჩარჩო. 2023 წელს ფინეთი NATO–ს წევრი გახდა, 2024 წელს შვედეთი. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხებში დაახლოებას ეცდება, თუმცა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S