
მედია: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დელეგაციის ხელმძღვანელი დაიხრჩო
16/07/2024 15:55:49 მსოფლიო
მოსკოვის ოლქში, დაბა ზელენოგრადის ტბაში რუსეთში ვიზიტად მყოფი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მაღალჩინოსანი დაიხრჩო, - იუწყება რუსული მედია.
მისივე ინფორმაციით, კიმ კუმ ჩხოლი პლაჟზე დასასვენებლად გაემართა და მას შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში დელეგაციის სხვა წევრებთან კონტაქტზე აღარ გასულა, ხოლო მომდევნო დღეს მისი ცხედარი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მომხდართან დაკავშირებით ამჟამად რუსეთში გამოძიება მიმდინარეობს.
ფოტოს შემთხვევის ადგილიდან რუსული მედია ავრცელებს
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, კიმ კუნ ჩხოლი ხელმძღვანელობდა ელიტურ სამხედრო დელეგაციას, რომელიც რუსეთში ორ ქვეყანას შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩავიდა. მსგავსი ვიზიტები გახშირდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და ფხენიანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.