Accentnews.ge
CNN: ტრამპის მკვლელობას ირანის ხელისუფლება გეგმავდა

CNN: ტრამპის მკვლელობას ირანის ხელისუფლება გეგმავდა

16/07/2024 20:58:02 მსოფლიო

აშშ-ის ხელისუფლებას მიღებული ჰქონდა სადაზვერვო მონაცემები ირანის მიერ ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმის მზადების თაობაზე, რის გამოც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები საგრძნობლად იყო გაძლიერებული, - იუწყება CNN რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

როგორც CNN-ს აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უამბო, როგორც საიდულო სამსახური, ისე თავად ტრამპის შტაბი ჯერ კიდევ შაბათის მიტინგამდე იყვნენ ინფორმირებულები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ტრამპს ღია სივრცეში ღონისძიებებში მონაწილეობას არ ურჩევდნენ.

ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, იგეგმებოდა ასევე თავდასხმა ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოზე და რიგ სხვა ექს-ჩინოსნებზეც.

"ირანის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია განზრახვა, შური ეძია 2020 წლის იანვარში ამერიკელი სამხედროების სპეოპერაციის შედეგად ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაურ ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის გამო. 2022 წლის აგვისტოში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ირანულ მხარეს კონკრეტული ბრალდებებიც წაუყენა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის - ჯონ ბოლტონის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში კი სადაზვერვო მონაცემები საფრთხის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებდა" - იუწყება CNN.

"დონალდ ტრამპზე თავდასხმის ინციდენტის გამოძიება აქტიურად გრძელდება. ჯერჯერობით არაა გამოკვეთილი მსროლელის - 20 წლის თომას მეთიუ კრკუსის კავშირი თანამზრახველთან ან თანამზრახველთა ჯგუფთან - არც ადგილობრივთან, არც უცხოურთან", — განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ედრიენ უოთსონმა.

ცნობისთვის: დონალდ ტრამპს 13 ივლისს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო მიტინგზე დაესხნენ თავს. კრკუსის მიერ AR ტიპის იარაღიდან ნასროლმა ტყვიამ მას ყური დაუზიანა. თავად კრკუსი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

ირკვევა, რომ მსროლელს იარაღი მამამ აჩუქა.

კრკუსი რესპუბიკელად იყო რეგისტრირებული, თუმცა დემოკრატიულ პარტიასთან დაკავშირებულ პოლიტიკური მოქმედების კომიტეტში შეწირულობის სახით $15 ჰქონდა შეტანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S