
გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს
17/07/2024 05:47:18 მსოფლიო
გერმანია უკრაინას რუსეთის თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული კიევის “ოხმატდეტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენა შულცმა განაცხადა.
„ვერ შევურიგდებით იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა, სხვა დონორებისა და შემომწირველების თანხებთან ერთად, მოხმარდება საავადმყოფოს სწრაფად აღდგენას და შენობის ზამთარში გამოსაყენებლად მომზადებას.