
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა
17/07/2024 06:33:18 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, "სამხრეთ ლიბანის რამდენიმე ქალაქში მოიერიშე თვითმფრინავებით "ჰეზბოლას" ტერორისტულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ერთ-ერთ სოფელში კი საფრთხე არტილერიის გამოყენებით გაანეიტრალეს".
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღამით ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 15 რაკეტა გაისროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, ნაწილი კი - ღია ადგილებში დაეშვა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.