
23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება
17/07/2024 07:33:14 მსოფლიო
23 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში გასამართი არჩევნების შესახებ მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.
მოსმენაზე მომხსენებლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე, ალექსანდრე სოკოლოვსკი იქნებიან.
მოსმენა თბილისის დროით 22:00-ზე დაიწყება.