Accentnews.ge
აღსრულების ეროვნული ბიურო 2024 წლის 6 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო 2024 წლის 6 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს

17/07/2024 08:56:45 საზოგადოება, რეკლამა

6 თვის განმავლობაში მორიგებით 8 ათასზე მეტი საქმე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 8 643 ერთეული შემთხვევა შეადგინა; საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 156 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა; ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 77 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია; 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 7 249 მოქალაქეს; 2024 წლის ივნისის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 9 165 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 3 501 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით", –ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S