Accentnews.ge
"როსენერგოატომი": როსტოვის ბირთვულ ენერგოსადგურზე "დამცავი მექანიზმის ამუშავების" შემდეგ რუსეთისა და ყირიმის ტერიტორიის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"როსენერგოატომი": როსტოვის ბირთვულ ენერგოსადგურზე "დამცავი მექანიზმის ამუშავების" შემდეგ რუსეთისა და ყირიმის ტერიტორიის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

17/07/2024 06:49:05 მსოფლიო

"როსენერგოატომის" ცნობით, როსტოვის ბირთვულ ენერგოსადგურზე "დამცავი მექანიზმის ამუშავების" შემდეგ რუსეთისა და ყირიმის ტერიტორიის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთის ბირთვული ენერგიის კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული "ცრუ განგაშის" გამო მოხდა.

რუსეთის სამხრეთში და ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდება 16 ივლისს შეწყდა. კომპანია არ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია "დამცავი მექანიზმის" მოქმედებაში მოყვანა.

ელექტროენერგიის გათიშვა შეეხო კრასნოდარს, დონის როსტოვს, ტაგანროგს, ანაპას, ნოვოროსიისკს, სტავროპოლს და სხვა ქალაქებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S