
ბელგია უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სკოლებში კომფორტული თავშესაფრების მოწყობაში დაეხმარება
17/07/2024 10:42:21 მსოფლიო
ბელგიამ და უკრაინამ აღდგენის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური საინფორმაციო სააგენტო Belga ავრცელებს.
შეთანხმებას, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში 150 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას ითვალისწინებს, ხელი ბელგიისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ალექსანდრე დე კროომ და დენის შმიგალმა მოაწერეს.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სკოლებში კომფორტული თავშესაფრების მოწყობას ითვალისწინებს