
თბილისში მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
17/07/2024 11:44:13 სამართალი
თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მეორეს დანით დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.