Accentnews.ge
სტოლტენბერგმა უკრაინაში NATO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პატრიკ ტერნერი დანიშნა

სტოლტენბერგმა უკრაინაში NATO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პატრიკ ტერნერი დანიშნა

17/07/2024 12:49:30 მსოფლიო

NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში ალიანსის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პატრიკ ტერნერი დანიშნა.

ალიანსის ცნობით, იგი კოორდინაციას გაუწევს NATO–ს ძალისხმევას და ალიანსს მიაწვდის შეფასებებს და რჩევებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.

იგი საქმიანობას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება.

მანამდე ტერნერი მუშაობდა NATO–ს გენერალური მდივნის თანაშემწედ ოპერაციებში და გენმდივნის თანაშემწედ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში. მას ასევე ეკავა საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობები გაერთიანებულ სამეფოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S