
რუსული ტყვეობიდან 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა, მათგან 13 აზოვსტალის მცველია
17/07/2024 13:06:11 მსოფლიო
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 95 პირი დააბრუნა. გაცვლილ ტყვეებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები.
"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. კიდევ 95 დამცველი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან", – დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიორების შუამავლობით მოხდა.
ტყვეების გაცვლაზე ფორმულიტ 95-დან 95-მდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა.
უკრაინელი სამხედროების ტყვეობიდან დაბრუნების საკოორდინაციო შტაბში განმარტავენ, რომ ეს არის რიგით 54-ე გაცვლა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. უკრაინაში 3405 ადამიანი დაბრუნდა, მათ შორის, ვინც ახლა გაცვალეს, არის 23 მარიუპოლის მცველი, მათ შორის 13 აზოვსტალს იცავდა.