
ევროკომისიამ უკრაინისთვის 4,2 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა
17/07/2024 15:27:16 მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
''ევროკომისიამ უკრაინისთვის თითქმის 4.2 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარს უჭერს. საბჭოს მიერ მისი მიღების შემდეგ, ევროკავშირის მთლიანი დაფინანსება უკრაინისთვის 12 მილიარდ ევროს მიაღწევს. ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას მტკიცედ მხარს უჭერს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.