Accentnews.ge
ოლიმპიური თამაშების წინ პარიზის მერმა სენაში გაცურა

ოლიმპიური თამაშების წინ პარიზის მერმა სენაში გაცურა

17/07/2024 16:49:31 მსოფლიო

პარიზის მერმა ენ იდალგომ სენაში გაცურა, რათა ეჩვენებინა, რომ მდინარე საკმარისად სუფთაა იმისათვის, რომ ზაფხულის ოლიმპიადაზე ცურვის რამდენიმე ღია ღონისძიებას უმასპინძლოს.

17 ივლისის დილით იდალგოსთან ერთად მდინარეში შეცურეს ასევე პარიზის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტონი ესტანჟმა და ილე‑დე‑ფრანსის რეგიონის პრეფექტმა მარკ გიიომიმ.

პარიზში ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება. ტრიალტონი და მარათონი ცურვაში სწორედ სენაში ჩატარდება, სადაც ცურვა დაბინძურების გამო საუკუნეზე მეტია აკრძალულია. თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მდინარე გაეწმინდა. პრეზიდენტმა მაკრონმა კი პირობა დადო, რომ მდინარის სისუფთავის დემონსტრირებისთვის თვითონაც გაცურავდა.

დაბინძურებული მდინარის გასაწმენდად $1,5 მილიარდი დაიხარჯა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, თუ ძლიერი წვიმა სენას ნაკადზე გავლენას იქონიებს, ტრიალტონის შეჯიბრი გაუქმდება, ხოლო ცურვის მარათონი სხვა ადგილას ჩატარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S