
ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს
17/07/2024 17:07:32 მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე არმან იეგოიანი სოციალურ ქსელში წერს.
იეგოიანი აღნიშნავს, რომ ევროავშირი გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის, არამედ სომხეთისთვის ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) საკითხზეც მიიღებს გადაწყვეტილებას.
“სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის დახმარების მიწოდების საკითხები ევროკავშირის საბჭოს (მინისტრთა საბჭოს) სააგრეო საქმეთა საბჭოს 22 ივლისის დღის წესრიგშია შეტანილი. შესაბამისად, ორივე ამ საკითხზე გადაწყვეტილებები ამ დღეს იქნება მიღებული,” - წერს იეგოიანი