Accentnews.ge
ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

18/07/2024 06:01:57 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კვლავ კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

ექიმის თქმით, 81 წლის ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და მიიღო ანტივირუსული პრეპარატის Paxlovid-ის პირველი დოზა.

"მე კარგად ვგრძნობ თავს", - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს ლას-ვეგასში.

პრეზიდენტი იზოლირებული იქნება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მითითებების შესაბამისად.

ბაიდენმა და მისმა თანაშემწეებმა არაერთხელ მოიხსენიეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო გაჩერებები, როგორც მისი, როგორც დემოკრატების კანდიდატის სიმტკიცის დემონსტრირება, მცდელობა, შეემცირებინა მზარდი შფოთვა პარტიაში. ოთხშაბათის ღონისძიება ლას ვეგასში სადაც ის სიტყვით უნდა გამოსულიყო UnidosUS-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე, იყო დასახელებული, როგორც პირდაპირი ჩართულობის მაგალითი. თუმცა, UnidosUS ღონისძიება შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ინფექცია დაუდასტურდა.

მანამდე ბაიდენი მონაწილეობდა ინტერვიუში და ხვდებოდა ამომრჩევლებს ადგილობრივ სუპერმარკეტში.

ბაიდენს კორონავირუსი მესამედ დაუდასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S