Accentnews.ge
ბალტიის ქვეყნებში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა

ბალტიის ქვეყნებში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა

18/07/2024 06:08:25 ევროპა

ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა.

„ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, რათა შეიზღუდოს ბელარუსის მონაწილეობის შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში და თავიდან იქნას აცილებული ბელარუსის მეშვეობით რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს აკრძალვას ევროკავშირში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფმა ავტომობილების მფლობელებმა უნდა დატოვონ ქვეყანა ან ხელახლა დაარეგისტრირონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები 2025 წლის 18 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილებს ჩამოართმევენ.

მანამდე, 16 ივლისიდან ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა ლატვიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S