
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ
18/07/2024 06:36:04 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი განეიტრალებულია.
"რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებიდან Shahed-131/136 ტიპის 16 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 16-ვე დრონი გაანადგურეს", – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ ქალაქ ნიკოპოლში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, 51 და 60 წლის.
ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.
"ხარკოვის ოლქში დაშავდა ქალი, მიზეზი დრონიდან საბრძოლო მასალის ჩამოვარდნა გახდა", – წერს რეგიონის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.
კიევისა და პოლტავას ოლქების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს თავდასხმების შესახებ, თუმცა მათი თქმით, დაშავებული არავინაა.