
ბელარუსის სანომრე ნიშნიანი ავტომანქანები ესტონეთსა და ლიეტუვაშიც ვეღარ შევლენ
18/07/2024 07:34:45 მსოფლიო
ბელარუსის სანომრე ნიშნიანი ავტომანქანები ესტონეთსა და ლიეტუვაშიც ვეღარ შევლენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა, რათა უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა აღკვეთოს.
ესტონეთის მიერ ამოქმედებული აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნით მოძრავ და დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებზე. ყველა სხვა შემთხვევაში, ბელარუსის სანომრე ნიშნიანმა ავტომობილებმა ესტონეთში ხელახალი რეგისტარცია უნდა გაიარონ და საბაჟოზე დეკლარირებული უნდა იყვნენ.
დღეიდან, 18 ივლისიდან ბელარუსის სანომრე ნიშნიანი ავტომანქანებისთვის ანალოგიური აკრძალვა ამოქმედდა ლიეტუვაშიც.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს მსგავსი გადაწყვეტილება ლატვიამ მიიღო.