Accentnews.ge
სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

18/07/2024 09:10:55 ევროპა

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან, ქალაქ ლოზნიცაში სროლის შედეგად ერთი სერბი პოლიციელი მოკლეს, მეორე მძიმედ არის დაჭრილი.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის ინფორმაციით, პოლიციელებმა ავტომანქანა გააჩერეს დოკუმენტების შემოწმების მიზნით. სწორედ ამ დროს გახსნეს მათი მისამართით ცეცხლი.

ერთი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა მძიმეა.

მინისტრის თქმით, ინციდენტის ადგილზე ნაპოვნია სავარაუდო მსროლელის პასპორტი, რითიც ირკვევა, რომ ის კოსოვოს მოქალაქეა.

სავარაუდო თავდამსხმელზე ძებნაა გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S