Accentnews.ge
ნიცაში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან სამი ბავშვია

ნიცაში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან სამი ბავშვია

18/07/2024 09:22:03 ევროპა

საფრანგეთში, ნიცაში, ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილ ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან სამი მცირეწლოვანია.

ცეცხლი მულენის რაიონში, შენობის მეშვიდე სართულზე გაჩნდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ სახანძრო ბრიგადა დაახლოებით 02:30 საათზე გამოიძახეს.

ხანძრის ლიკვიდაციაში 25 სახანძრო მანქანა და 72 მეხანძრე იყო ჩართული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, სახანძრო ბრიგადის "სწრაფმა ქმედებებმა" აღკვეთა ცეცხლის სხვა ბინებზე გავრცელება და მეტი მსხვერპლი.

"პოლიცია ნათელს მოჰფენს ამ საშინელი ტრაგედიის გარემოებებს", - თქვა დარმანენმა.

პროკურატურამ დანასაულებრივი კვალი არ გამორიცხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S