
ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა
18/07/2024 09:29:03 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ამის შესახებ თავად იტყობინება.
ზელენსკი ლონდონში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაანონსებულია ორმხრივი შეხვედრები პარტნიორებთან და უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულებების გაფორმება.
„ცალკე პროგრამაა დიდ ბრიტანეთთან ჩვენს ურთიერთობებზე, მე შევხვდები მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-ს, პრემიერ –მინისტრ კირ სტარმერს, ოფიციალურ პირებს და თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის შესახებ.
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ–მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელმაც გამოაცხადა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, დააანონსა ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების ახალ ეპოქას.