Accentnews.ge
რას გეგმავს ფონ დერ ლაიენი მეორედ არჩევის შემთხვევაში

რას გეგმავს ფონ დერ ლაიენი მეორედ არჩევის შემთხვევაში

18/07/2024 09:35:21 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მისი პოლიტიკის პროგრამას მომდევნო ხუთი წლისთვის, თუ იგი მეორე ვადით აირჩევა ევროკომისიის პრეზიდენტად.

როგორც Financial Times იუწყება, 31–გვერდიან დოკუმენტში 49-ჯერაა ნახსენები სიტყვა "ინვესტიცია", ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირის მთავრობებს, რომლებიც ფულადი სახსრების ნაკლებობას უჩივიან, რომ თავდაცვის, მწვანე ტრანზიციისა და ციფრული საჭიროებების დასაფინანსებლად მეტი კერძო დაფინანსების განბლოკვა მოახდინონ.

გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ შექმნის ევროკომისრების ახალ "პოსტებს", მათ შორის თავდაცვის, საბინაო, ევროკავშირის გაფართოებისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის (მიგრაციის დაძლევის უფლებამოსილებით).

სტატიაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული თავდაცვის კომისარი შეეცდება, სამხედრო ხარჯებისთვის რესურსები მოიზიდოს. კომისრის "პოსტის" შექმნას ევროკავშირის დედაქალაქები ლობირებენ რუსეთის ომის და იმის მზარდი ალბათობის გამო, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებამ შესაძლოა, ევროპის უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის ერთგულება შეამციროს.

ევროკომისიის შეთავაზებებში იქნება "საერთო ევროპული ინტერესის პროექტები", როგორიცაა საერთო ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა და კიბერ დაცვა.

ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის 720 წევრიან პარლამენტში მინიმუმ 361 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კენჭისყრა 13:00 საათზე შედგება, შედეგები კი, დაახლოებით 14:45 საათზე გამოცხადდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ 361 ხმას ვერ მიიღებს, ევროკავშირის ლიდერებმა სხვა კანდიდატი უნდა წარადგინონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S