Accentnews.ge
Bloomberg: ჩინეთსა და რუსეთს შორის საბანკო მიმოქცევა თითქმის შეუძლებელი გახდა

Bloomberg: ჩინეთსა და რუსეთს შორის საბანკო მიმოქცევა თითქმის შეუძლებელი გახდა

18/07/2024 09:55:49 მსოფლიო

აშშ-ის მიერ მეორადი სანქციების პარამეტრების გაფართოების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის საბანკო მიმოქცევა იუანებშიც კი პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა. ტრანსაქციები ან იყინება, ან ძალიან შენელებულია, – იუწყება Bloomberg სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო მსხვილი ფირმების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ერთ–ერთი მსხვილი სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ფირმის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ თვეში რუსეთის პროდუქტის შემსყიდველ ზოგიერთ ჩინურ კომპანიას გადახდის დროს პრობლემები გაუჩნდა.

გამოცემის ცნობით, გადახდის ალტერნატიული გზების მოძებნაც სულ უფრო რთულდება თვით კრიპტოვალუტის ან მესამე ქვეყნების საშუალებით.

„იმპორტის აშკარა ჩავარდნა ამ შეფერხების გამო არ ჩანს, მაგრამ იმპორტმა რუბლებში იკლო“, - ამბობს Astra Asset Management-ის დირექტორი ინვესტიციის სფეროში დმიტრი პოლევოი.

როგორც Bloomberg იტყობინება აშშ-ის სასანქციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად რუსეთს სირთულე ჰქონდა ანგარიშსწორების მხრივ თურქეთთან, გაერთიანებულ არაბულ საამიროებთან და ინდოეთთან. 2023 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბევრად უადვილებს ამ ქვეყნის ხაზინის დეპარტამენტს მეორადი შეზღუდვების დაწესებას ბანკებისთვის, რომლებიც არღვევენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩინეთმა შეწყვიტა გადახდების მიღება რუსეთის ბანკებიდან, რომლებსაც ეხება დასავლეთის სანქციები.

აპრილში Bloomberg-მა განაცხადა, რომ მარტში ჩინეთის ექსპორტი რუსეთში 16%-ით შემცირდა. ექსპერტები ამას უკავშირებენ სანქციებით აშშ-ის ზეწოლას ჩინეთის ბანკებსა და კომპანიებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S