
უკრაინამ უნგრეთში რუსული ნავთობის მიწოდება დაბლოკა
18/07/2024 10:04:24 ევროპა
რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში დაბლოკილია. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პეტრ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, მიზეზი უკრაინის ახალი სანქციები გახდა "ლუკოილის" წინააღმდეგ, რომელიც 2019 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, უნგრეთში ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს.
ივნისში კიევის მიერ სანქციების გამკაცრებამ დე ფაქტო აუკრძალა "ლუკოილს" "დრუჟბას" ნავთობსადენით გადატუმბვა, რომლის სამხრეთი განშტოება უკრაინის ტერიტორიაზე გადის, – განმარტა სიიარტომ.
„უკრაინაში შეიქმნა სამართლებრივი სიტუაცია, რის შედეგადაც „ლუკოილი“ უნგრეთში მიწოდებას აღარ ახორციელებს“, - აღნიშნა მინისტრმა. მან დასძინა, რომ მოსკოვი და ბუდაპეშტი "მუშაობენ" პრობლემის მოსაგვარებლად.
უნგრეთი ადგილობრივი მოთხოვნის 2/3–ს რუსული ნავთობით აკმაყოფილებს. ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრის (CREA) მონაცემებით, უნგრეთს 184 მილიონი ევროს ღირებულების რუსული ნავთობი შეჰქონდა თვეში და იყო რუსული ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველი ევროპაში.
ასევე, დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით, რომელიც აშენდა 1960-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიწოდების მიზნით, რუსულ ნავთობს სლოვაკეთი და ჩეხეთი ყიდულობენ (შესაბამისად, 149 და 104 მილიონ ევროდ). აღმოსავლეთ გერმანიამდე გადაჭიმული მილის ჩრდილოეთ განშტოებაზე მიწოდება შეწყდა 2023 წლის დასაწყისში.