Accentnews.ge
გენპროკურორის ცნობით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელი თურქეთში დააკავეს, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები

გენპროკურორის ცნობით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელი თურქეთში დააკავეს, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები

18/07/2024 10:40:45 სამართალი

საქართველოს ახლად არჩეული გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ერთ–ერთი მკვლელი თურქეთში დააკავეს და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. სავარაუდოდ, საუბარია ფარიდ გურბანოვზე. სწორედ მას ედავებოდა პროკურატურა შეკვეთით განზრახ მკვლელობას.

„პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფურად შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დასრულდება ეს პროცედურები და დროულად წარდგება მსჯავრდებული სასამართლოში”, - თქვა გაბიტაშვილმა.

ბესიკ ხარძიანს თბილისში, საკუთარ სახლთან 2015 წლის მარტში დაესხნენ თავს. ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მთავარმა პროკურატურამ მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეს ორი ფიგურანტი ჰყავდა – უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი. პირველს მკვლელობას ედავებოდნენ, მეორეს, მკვლელობაში დახმარებას.

სასამართლომ ორივე მათგანს დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების 19-19 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. მათზე ძებნა იყო გამოცხადებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S