
უკრაინამ პალესტინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 1 000 ტონა ფქვილი გადასცა,დაგეგმილია კიდევ ორი მიწოდება
18/07/2024 10:46:44 მსოფლიო
უკრაინამ პალესტინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 1 000 ტონა ფქვილი გადასცა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, პალესტინამ დახმარება ჰუმანიტარული პროგრამის „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში მიიღო.
საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ამბობენ, რომ კიდევ ორი მიწოდებაა დაგეგმილი.
„ეს მიწოდება პირველია იმ სამიდან, რომელიც ამ ინიციატივის ფარგლებში პალესტინისთვის არის განკუთვნილი. ის ერთი თვის განმავლობაში 101 000-ზე მეტ პალესტინელ ოჯახს დაეხმარება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.